„ამირანში“ ხვალ პროექტ „ქართული ფილმების კრებულის“ პრეზენტაცია გაიმართება
„ამირანში“ ხვალ პროექტ „ქართული ფილმების კრებულის“ პრეზენტაცია გაიმართება
19:01 29.05.2012
კინოთეატრ „ამირანში“ ხვალ პროექტის - „ქართული ფილმების კრებულის“ პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ „თიბისი“ ბანკიდან აცნობეს, კინოთეატრში ისტორიულ-რევოლუციურ თემაზე შექმნილ პირველ ქართულ მხატვრულ ფილმს „არსენა ჯორჯიაშვილი“ უჩვენებენ.
მათივე ცნობით, „არსენა ჯორჯიაშვილი“ „ქრისტინეს“ შემდეგ მეორე ფილმია, რომელიც „ქართული ფილმების კრებულის“ ფარგლებში აღადგინეს.
პროექტის ფარგლებში ძველი ქართული ფილმების ციფრულ ფორმატში გადატანა ხდება, რაც მათ მომავალში განადგურებისგან დაიცავს.
იგი „თიბისი ბანკის“ ჟურნალ „ცხელ შოკოლადისა“ და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თანამშრომლობით ხორციელდება.



ბეჭდვა