„თიბისი გალერეა“ დღეს, სახელწოდებით - „ჩვენ ერთად ვართ“ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს.
როგორც „ნიუსპრესს“ „თიბისი გალერეადან“ აცნობეს, აღნიშნული პროექტი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციას და მათთან მიმართებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
გამოფენის ორგანიზატორია საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია.
