კრებულის - „თანამედროვე ქართული ლიტერატურის ანთოლოგია“ – „Contemporary Georgian Fiction“ პრეზენტაცია დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წიგნი აშშ-ში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.
ანთოლოგიაში 20 თანამედროვე ქართველი ავტორის - გურამ დოჩანაშვილი, არჩილ ქიქოძე, რეზო გაბრიაძე, ნუგზარ შატაიძე, აკა მორჩილაძე, ბესიკ ხარანაული, ლაშა ბუღაძე, ზაზა ბურჭულაძე, მაკა მიქელაძე, მარიამ ბექაური, ზაალ სამადაშვილი, ნინო ტეფნაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, ზურაბ ლეჟავა, კოტე ჯანდიერი, დავით ქართველიშვილი, მამუკა ხერხეულიძე, ირაკლი ჯავახაძე, დავიდ დეფის ნაწარმოებების თარგმანებია შესული.
აღნიშნილი კრებული აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მაღაზიათა ქსელში გავრცელდება და ინგლისურენოვანი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
პრეზენტაციას კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, უცხოელი გამომცემლები, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტი ტობიას ვოსი და მიწვეული სტუმრები დაესწრებიან.
