თიბისი გალერეაში ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება
თიბისი გალერეაში ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება
08:57 21.05.2012
პროექტ „ქართული მხატვრობის“ ფარგლებში დღეს, თიბისი გალერეაში ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
როგორც „ნიუსპრესს“ „თიბისი გალერეადან“ აცნობეს, გამოფენაზე მხატვრის ოჯახში და კერძო კოლექციებში დაცული ტილოები იქნება წარმოდგენილი.
გამოფენის პარალელურად, პროექტის „ქართული მხატვრობა“ მეხუთე ალბომის - „ირაკლი ფარჯიანის“ პრეზენტაცია შედგება.
გამოფენა „თიბისი გალერეაში“ 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

ბეჭდვა