ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, დღეს თბილისში მეშვიდე ყოველწლიური ქართული ხელოვნების ფესტივალი „ქართული სული“ იხსნება.
ფესტივალის ფარგლებში დღეს საღამოს ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში პოეტ მარიამ წიკლაურის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.
25 მაისს ფესტივალი სტუმრად ელენე ახვლედიანის სალონში გადაინაცვლებს. 2 ივნისს ველისციხის ვასო გოძიაშვილის სახელობის თეატრში კონცერტი - “შენ ხარ ვენახი” გაიმართება
ფესტივალის დასასრულს კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობის” ახალი პროდუქტის - “ქვევრის ღვინის” დეგუსტაცია შედგება.
