ფილარმონიასთან ხვალ მერაბ სეფაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება
ფილარმონიასთან ხვალ მერაბ სეფაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება
18:19 19.05.2012
ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ხვალ თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, მერაბ სეფაშვილის საიუბილეო სოლო კონცერტი გაიმართება რის შემდეგაც მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.
კონცერტი მომღერლის 50 წლის იუბილეს მიეძღვნება და გარდა ნაცნობი ჰიტებისა, მასზე ახალი სიმღერებიც შესრულდება.
მომღერალი სოლო კონცერტს ბენდის თანხლებით გამართავს.
საიუბილეო კონცერტის დასრულებისას, ფილარმონის ივენთ ჰოლში „აფთერ ფართი“ გაიმართება, რომელშიც ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა უმრავლესობა მიიღებს მონაწილეობას.

ბეჭდვა