დღეს სოფიკო ჭიაურელის დაბადებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება
დღეს სოფიკო ჭიაურელის დაბადებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება
09:11 18.05.2012
ცნობილი ქართველი მსახიობის სოფიკო ჭიაურელის დაბადებიდან 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა დღეს, იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში გაიხსნება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ეროვნული არქივიდან აცნობეს.
ღონისძიებაზე არქივში დაცული ის ფოტოები გამოიფინება, რომელებიც ჭიაურელს ფილმების გადასაღებ მოედანზე ასახვას. ასევე, გამოფენაზე მსახიობის პორტრეტები იქნება წარმოდგენილი. გამოფენა 25 მაისამდე გაგრძელდება.
სოფიკო ჭიაურელი 1937 წლის 21 მაისს მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა. 1960-64 წლებში კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის, ხოლო 1964-68 წლებში - რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთი საერთაშორისო პრემია და ჯილდო აქვს მიღებული. ჭიაურელი მისთვის დამახასიათბელი არტისტიზმით, სტილით, პლასტიკითა და განსაკუთრებული შტრიხებით გამოირჩეოდა. იგი 2008 წელს გარდაიცვალა.

ბეჭდვა