პარიზში დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლასიკურ ნაწარმოებებს შეასრულებენ
პარიზში დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლასიკურ ნაწარმოებებს შეასრულებენ
09:00 18.05.2012
პარიზის საკონცერტო დარბაზ სალ პლეიელში დღეს საკონცერტო საღამო გაიმართება.

კონცერტზე ქართველი სოლისტები სრულიად საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II მიერ შექმნილ ნაწარმოებებს შეასრულებენ.

ასევე, წარადგენენ ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის ნიმუშებს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლასიკურ ნაწარმოებებს სხვა სოლისტებთან ერთად, პაატა ბურჭულაძეც შეასრულებს.

საღამოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაესწრება, რომელიც პარიზში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა.

ბეჭდვა