თბილისში „ბეთლემის უბნის ფესტივალი“ გაიმართა
თბილისში „ბეთლემის უბნის ფესტივალი“ გაიმართა
19:35 17.05.2012
„ბეთლემის უბნის ფესტივალი“ დღეს, თბილისის ძველ უბანში სოლოლაკში გაიმართა.
როგორც „ნიუსპრესს“ ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მანანა თევზაძემ განუცხადა, ფესტივალს საფუძველი „თემზე დაფუძნებული ბეთლემის უბნის რეაბილიტაციის პროექტის“ ფარგლებში ჩაეყარა, რომელიც უბნის ისტორიული შენობების გამაგრება-რესტავრაციას ითვალისწინებდა.
თევზაძის თქმით, მსგავსი ღონისძიება პროექტის ერთ-ერთი დასკვნითი ნაწილი იყო, თუმცა, მას შემდეგ, ტრადიციად დამკვიდრდა და ყოველ 17 მაისს იმართება. მიმდინარე წლის ფესტივალი მესამეა.
„ეს არის ბეთლემის უბნის, ყველა აქ მცხოვრების და მეგობრის დღესასწაული. ჩვენ ყველა ერთად ვზეიმობთ“-აღნიშნა თევზაძემ.
ფესტივალში შემოქმედებითი ჯგუფები, სახელოვნებო და ხელგარჯილობის სკოლები მონაწილეობენ, რომელთაც საკუთარ სტენდებზე ხელსაქმის ნიმუშები და ხელნაკეთი ნივთები აქვთ წარმოდგენილი. აქვე გამოფენილია ფერწერული ნამუშევრები. ფესტივალის სტუმრებს პერფორმანსებში მონაწილეობა შეუძლიათ.

ბეჭდვა