ხვალ მუზეუმების საერთაშორისო დღეა
ხვალ მუზეუმების საერთაშორისო დღეა
19:12 17.05.2012
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა.

როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ხვალ ეროვნული მუზეუმის წლიური ანგარიშისა და ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართება.

მათი ინფორმაციით, საზოგადოებას ჰოლანდიური ფერწერის გამოფენასაც წარუდგენენ.

გამოფენისთვის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგანძურიდან XVII-XIX საუკუნეების ჰოლანდიური ფერწერის 22 ნამუშევარი შეირჩა.

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში შესვლა უფასოა. მუზეუმები 10.00-დან 18.00 საათამდე ღიაა.

მსოფლიო ამ თარიღს 30 წელზე მეტია აღნიშნავს.

ბეჭდვა