თიბისი გალერეაში ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება
თიბისი გალერეაში ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება
18:34 16.05.2012
პროექტის - „ქართული მხატვრობა“ ფარგლებში, 21 მაისს თიბისი გალერეაში ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
როგორც „ნიუსპრესს“ თიბისი გალერეიდან აცნობეს, გამოფენაზე ის ტილოები გამოიფინება, რომლებიც მხატვრის ოჯახში და კერძო კოლექციებში ინახებოდა.
გამოფენის პარალელურად, პროექტის „ქართული მხატვრობა“ მეხუთე ალბომის - „ირაკლი ფარჯიანის“ პრეზენტაცია შედგება.
გამოფენა თიბისი გალერეაში 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

ბეჭდვა