თსუ-ში მიხაკო წერეთლის ”გილგამეშიანის” პრეზენტაცია გაიმართა
თსუ-ში მიხაკო წერეთლის ”გილგამეშიანის” პრეზენტაცია გაიმართა
15:28 15.05.2012
ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მიხაკო წერეთლის თარგმანის „გილგამეშიანის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც  თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაია დაესწრნენ.
მიხაკო წერეთლის „გილგამეშიანი“ „გილგამეშის ეპოსის“ ერთ-ერთი პირველი თარგმანია მსოფლიოში. ქართული ენა არის ერთ-ერთი პირველი ენა - გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე თარგმნის შემდეგ, რომელზეც „გილგამეშენის ეპოსი“ ითარგმნა.
მიხაკო წერეთლის მიერ თარგმნილი „გილგამეშიანი“ კონსტანტინოპოლში 1924 წელს გამოიცა. იგი გამოცემისთანავე საბჭოთა კავშირში აიკრძალა და საქართველოსთვის მიუწვდომელი გახდა. დღეს, ქართველი მკითხველი პირველად გაეცნო მიხაკო წერეთლის აღნიშნულ უნიკალურ თარგმანს.
მიხაკო წერეთლის „გილგამეშიანი“ თსუ-ს გამომცემლობამ გამოსცა.



ბეჭდვა