ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის (ifa) გამოფენა - „პაულა მოდერზონ-ბეკერი და ვორბსვედეს ხელოვანთა კოლონია.
1895-1905 წწ. ტრადიციული და დაზგური გრაფიკა“ გაიხსნება.
გამოფენას საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გოეთეს ინსტიტუტი წარადგენს.
პაულა მოდერზონ-ბეკერი მე-19 – 20 საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე მხატვარია. იგი რპსვედეს ხელოვანების კოლონიაში დასახლდა იმისათვის, რათა სახელოსნოს გარეთ, ბუნებაში ემუშავა.
ifa -ს გამოფენა პაულა მოდერზონ-ბეკერის ტრადიციული გრაფიკითა და ოფორტებით შემოიფარგლება. ექსპოზიციაში ასევე წარმოდგენილია ვორპსვედეს კოლონიის ხელოვანთა გრაფიკები.
გამოფენა დღეს გაიხსნება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
