ეროვნულ მუზეუმში გამოფენა „გერმანელები და ქართველები - შუა საუკუნეებიდან დღემდე“ გაიხსნება
ეროვნულ მუზეუმში გამოფენა „გერმანელები და ქართველები - შუა საუკუნეებიდან დღემდე“ გაიხსნება
10:12 15.05.2012
„გერმანული კვირეულის“ ფარგლებში დღეს ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში გამოფენა „გერმანელები და ქართველები - შუა საუკუნეებიდან დღემდე“ გაიხსნება.
გამოფენაზე ნაჩვენები იქნება ხელოვნების ნიმუშები, წიგნები, დოკუმენტები, ფოტოები და სხვა ნივთები, რომლებიც ქართული მუზეუმებიდან შეირჩა. აღნიშნული ექსპონატები ორ ქვეყანას შორის XII საუკუნიდან დაწყებული და დღემდე არსებული ურთიერთობების შესახებ გარკვეულ ინფორმაციას მოიცავს.
„გერმანული კვირეული“ საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთოებების 20 წლისთავთან დაკავშირებით იმართება.
გერმანიის საელჩოში აცხადებენ, რომ პირველი კონტაქტები ქართველებსა და გერმანელებს შორის ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში არსებობდა. კულტურის ისტორიაზე ორიენტირებულ გამოფენაზე პირველად იქნება წარმოდგენილი ორ ქვეყანას შორის არსებული 800 წლიანი ურთიერთობების ისტორია.

ბეჭდვა