საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში ხვალ ფილმ „მადლიანი სტეფანწმინდის“ ჩვენება გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ცენტრიდან აცნობეს, ფილმი სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი იუგუდიელის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა. მასში მოხევეთა ყოფა-ცხოვრებაა ასახული.
ფილმის რეჟისორი ლექსო გელაშვილია.
