თბილისში ხვალიდან როკისა და ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი იწყება
თბილისში ხვალიდან როკისა და ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი იწყება
17:38 11.05.2012
„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" ორგანიზებით, ხვალიდან კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, როკისა და ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალის მიზანი ახალგაზრდებისთვის დამწყები მუსიკოსების წარდგენაა.
როკისა და ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი მსგავსი ფორმატის ღონისძიებებისგან იმით იქნება გამორჩეული, რომ ფესტივალის მიმდინარეობისას უმაღლესი ხარისხის აპარატურას გამოიყენებენ, რაც მსმენელს მუსიკალური კომპოზიციების უკეთ აღქმის შესაძლებლობას მისცემს.
გარდა ამისა, ფესტივალის ორგანიზებით, ცენტრი მიზნად ისახავს ახალგაზრდებს ის სერვისები და ღონისძიებები გააცნოს, რომელსაც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახალგაზრდებისთვის ახორციელებს.
ფესტივალის ფარგლებში, კონცერტები 12, 19 და 24 მაისს 18:00 საათზე დაიწყება.


ბეჭდვა