მაღაზია „დიოგენეში“ ზაალ სამადაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
მაღაზია „დიოგენეში“ ზაალ სამადაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
15:57 11.05.2012
წიგნის მაღაზია „დიოგენეში“ დღეს ზაალ სამადაშვილის წიგნის „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ პრეზენტაცია გაიმართება.

მწერლის მე-7 კრებული გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ 2012 წლის აპრილში გამოიცა და მასში ბოლო 2–3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ჩანაწერები და ნოველებია გაერთიანებული.

პრეზენტაციას მწერლები, გამომცემლობის თანამშრომლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაეწრებიან.

პრეზენტაცია 18:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა