თბილისის ისტორიის მუზეუმში დღეს ცნობილი ქართველი მხატვრის ომარ ჩხაიძის პერსონალური გამოფენა „სინათლის ტრანსფორმაცია“ გაიხსნება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მხატვრის ექსპოზიციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს.
ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი განსხვავებულ ჟანრში შესრულებულ ომარ ჩხაიძის 50 ფერწერულ ტილოს იხილავს.
როგორც „ნიუსპრესს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ექპოზიციის გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წევრები, მხატვრები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
1992 წლის შემდეგ მოსკოვში მცხოვრები ქართველი ფერმწერი ომარ ჩხაიძე საქართველოში პერსონალური ექსპოზიციით დაბრუნდა. თბილისის ისტორიის მუზეუმში მხატვარი 60-იანი წლებიდან დღემდე შესრულებული ნამუშევრებით წარსდგება.
