თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, თბილისის სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი - "ამირანი" ტარდება.
ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტია.
თბილისის სტუდენტური ფილმების მე-6 საერთაშორისო ფესტივალში 20-ზე მეტი მსოფლიო კინოსკოლის წარმომადგენელი მონაწილეობს.
მათ ნამუშევრებს როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ჟიური შეაფასებს.
სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 7 მაისს დაიწყო და 12 მაისამდე გაგრძელდება.
