საგანმანათლებლო ცენტრ ,,ლანგეითთან” არსებულ ,,თავისუფალი შეხვედრების კლუბში” 6 მაისს რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის ,,ნეტავი იქ თეატრი არის?” ჩვენება გაიმართება.
ამ ფილმს სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე რამდენიმე ჯილდო და პრიზი აქვს მიღებული.
ჩვენებას თავად რეჟისორი ნანა ჯანელიძე, მსახიობი კახი კავსაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ნოდარ გრიგალაშვილი და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
საღამოს, რომელიც 18.00 საათზე დაიწყება ჟურნალისტი მზია გოგნიაშვილი წარუძღვება.
