დღეს ორი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
დღეს ორი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
09:24 02.05.2012
პოეტ ვლადიმერ სარიშვილის წიგნის - „შემოდგომის მოსავალი“ და დავით შემოქმედელის წიგნის - „რატომ ტირიან ჩიტები ზამთარში“ პრეზენტაცია დღეს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართება.

როგორც „ნიუსპრესს“ ახალგაზრდული ცენტრიდან აცნობეს, საღამოს მწერლები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრებიან.

ღონისძიება საქართველოს მწერალთა კავშირის და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.

ბეჭდვა