დიდ ბრიტანეთში 7 ქართველი მხატვრის გამოფენა გაიმართება
დიდ ბრიტანეთში 7 ქართველი მხატვრის გამოფენა გაიმართება
09:23 01.05.2012
დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლის მთავარ მუზეუმში დღეს 7 ქართველი მხატვრის გამოფენა გაიხსნება.

თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინფორმაციით, გამოფენა ორი ქალაქის - თბილისისა და ბრისტოლის თანამშრომლობის 24-ე წლისთავს ეძღვნება.

ბრიტანელი დამთვალიერებლის წინაშე ერთი კვირის განმავლობაში ოლეგ ტიმჩენკოს, თინა ცხადაძე-რატიანის, ლევან ხარანაულის, დავით ალექსიძის, კოტე სულაბერიძის, მიხო ქოჩაკიძისა და მიშა გოგრიჭიანის ნამუშევრები გამოიფინება.

გამოფენაზე თითოეული მხატვრის 3 ნამუშევარი, სულ 21 ტილო იქნება წარმოდგენილი.

გამოფენის გახსნას ბრისტოლის მერიის, ქართული დიასპორისა და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან.


ბეჭდვა