დღეს ვახტანგ ჯავახაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
დღეს ვახტანგ ჯავახაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
10:05 30.04.2012
პოეტ ვახტანგ ჯავახაძის წიგნის „ვახტანგურის“ პრეზენტაცია დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ სამინისტროდან აცნობეს, „ვახტანგური“ ვახტანგ ჯავახაძის შემოქმედების ერთგვარი შეჯამებაა და როგორც ადრეულ, ისე ახალ ლექსებს მოიცავს.

კრებულში შესულია ციფრებით შექმნილი პოეზია, გრაფიკული ლირიკა და წიგნი წიგნში.

პოეტის ერთტომეული კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა და ის ვახტანგ ჯავახაძის 80 წლის იუბილეს ეძღვნება.

ბეჭდვა