დიდ ბრიტანეთში 7 ქართველი მხატვრის გამოფენა გაიმართება
დიდ ბრიტანეთში 7 ქართველი მხატვრის გამოფენა გაიმართება
18:51 28.04.2012
1-7 მაისს დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ბრისტოლში 7 ქართველი მხატვრის გამოფენა გაიმართება.

თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინფორმაციით, გამოფენა ორი ქალაქის - თბილისისა და ბრისტოლის თანამშრომლობის 24 წლისთავს ეძღვნება.

ბრიტანელი დამთვალიერებლის წინაშე ოლეგ ტიმჩენკოს, თინა ცხადაძე-რატიანის, ლევან ხარანაულის, დავით ალექსიძის, კოტე სულაბერიძის, მიხო ქოჩაკიძისა და მიშა გოგრიჭიანის ნამუშევრებს წარადგენენ.

გამოფენა ერთი კვირა გაგრძელდება. მას ბრისტოლის მთავარი მუზეუმის საგამოფენო სივრცე უმასპინძლებს.

გამოფენაზე თითოეული მხატვრის 3 ნამუშევარი - სულ 21 ტილო იქნება წარდგენილი. ღონისძიებას ბრისტოლის მერიის, მასმედიის, ქართული დიასპორისა და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან.



ბეჭდვა