თსუ-მ ხოვლეგორას გათხრები განაახლა
თსუ-მ ხოვლეგორას გათხრები განაახლა
17:09 24.04.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიური მიმართულების სტუდენტებმა სოფელ ხოვლეში ხოვლეგორის გათხრები განაახლეს.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, გათხრებზე ქართველ სტუდენტებთან ერთად, ინსბრუკის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლებიც მუშაობენ. არქეოლოგები ამ ეტაპზე ნამოსახლარის ტექნიკურ ანალიზს აკეთებენ.
ხოვლეში გათხრები 50 წლის წინ დაიწყო. ამ დროს გაკეთდა უნიკალური აღმოჩენები. აქ ცივილიზაციის განვითარების უწყვეტი ჯაჭვია მოცემული. ბრინჯაოდან რკინაზე გარდამავალი პერიოდის უამრავი ნივთი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების კერამიკაა აღმოჩენილი, რომელიც კულტურის სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება.
არქეოლოგების შეფასებით, ხოვლეგორაში არსებული სატაძრო-საკულტო, აგრეთვე, საცხოვრებელი ნაგებობები ხუროთმოძღვრების ძეგლებია.

ბეჭდვა