ჟურნალ „ფილმ პრინტის“ ახალი ნომრის პრეზენტაცია დღეს გაიმართება
ჟურნალ „ფილმ პრინტის“ ახალი ნომრის პრეზენტაცია დღეს გაიმართება
10:34 24.04.2012
ჟურნალ „ფილმ პრინტის“ მეოთხე ნომრის პრეზენტაცია დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება.
ჟურნალის ახალ ნომერში აქცენტი კინოზე, როგორც ბიზნესზე გაკეთდა.
როგორც „ნიუსპრსს“ სამინისტროდან აცნობეს, ქართულ კინემატოგრაფზე ორიენტირებული ჟურნალი კვარტალში ერთხელ გამოდის და ყოველ ნომერზე რედაქტორთა ახალი ჯგუფი მუშაობს. ახალი ნომრის რედაქტორები კინომცოდნეები ლიკა ციხისელი და ნათია მეფარიშვილი არიან.
„ფილმ პრინტს“ ეროვნული კინოცენტრი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცემს.
ჟურნალის მიზანი ქართული კინოკულტურის პოპულარიზაცია და თანამედროვე კინოპროცესების საზოგადოებისთვის გაცნობაა.

ბეჭდვა