ფოტომარათონი ერთდროულად 3 ქვეყანაში გაიმართება
ფოტომარათონი ერთდროულად 3 ქვეყანაში გაიმართება
19:22 20.04.2012
საერთაშორისო ინიციატივა - ფოტომარათონი წელს სამ ქვეყანაში, საფრანგეთში, გერმანიასა და საქართველოში ერთდროულად გაიმართება.
„თბილისი ფოტომარათონი“ ფოტოგრაფიის ხელოვნებასა და ფიზიკური აქტივობის ელემენტებს აერთიანებს.
პროექტის ფარგლებში, 10 საათის განმავლობაში ფოტოგრაფებმა 20 სხვადასხვა თემის გარშემო 20 განსხვავებული ფოტო უნდა გადაიღონ.
ღონისძიების მიზანი ახალგაზრდების გააქტიურება და მათი კულტურულ ღონისძიებებში ჩართვაა.
თბილისის ფოტომარათონი 1 დღე გაგძელდება. კონკურსი 22 აპრილის 10.00 საათზე „ევროპის სახლიდან“ დაიწყება და 20:00 საათზე დასრულდება.
თბილისის გარდა წელს ფოტომარათონის ნანტსა და ზაარბრიუკენში გაიმართება.
სამივე ქალაქის ფოტომარათონში მონაწილე ფოტოგრაფები ფოტოებს ერთი და იმავე პრინციპით, ერთსა და იმავე თემაზე გადაიღებენ.
კონკურსის დასრულებიდან 3 კვირაში „ევროპის სახლის“ საგამოფენო დარბაზში თითოეული მონაწილის მიერ შესრულებული ფოტოსერია გამოიფინება.
გამოფენაზე ჟიური 3 გამარჯვებულს გამოავლენს და მათ შესაბამის ჯილდოებს გადასცემს.
ფოტომარათონის ორგანიზატორი Altervision Group-ია, ხოლო პარტნიორები გოეთეს ინსტიტუტი საქართველო, ევროპის სახლი და კომპანია „ბილაინი“ არიან.
საქართველოში „თბილისი ფოტომარათონი“ პირველად 2011 წლის 17 აპრილს ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ქართველების გარდა მარათონში საქართველოში მცხოვრები და სპეციალურად ფოტომარათონისთვის გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან, ამერიკიდან, შვეიცარიიდან და ჩეხეთიდან ჩამოსული მოხალისე ფოტოგრაფები მონაწილეობდნენ.

ბეჭდვა