შვედი გმირის რაულ ვალენბერგის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დღეს და ხვალ თბილისში გაიმართება.
რაულ ვალენბერგის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, დღეს ფოტოგამოფენა - „რაულ ვალენბერგი - ადამიანი რომელმაც შეცვალა სამყარო“ გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ვალენბერგის მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფოტომასალა. გამოფენა 22 აპრილამდე გაგრძელდება.
რაულ ვალენბერგის მოღვაწეობისა და ჰოლოკოსტის თემაზე სემინარი გაიმართება, რომელშიც საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და შვედეთის რაულ ვალენბერგის ინსტიტუტის დირექტორი მარი ტუმა მიიღებენ მონაწილეობას.
თბილისის მერი გიგი უგულავა, შვედეთის, უნგრეთისა და ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან ერთად კი, 19 აპრილს, ნოდარ დუმბაძის სახელობის პარკ „მზიურში“ საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოტანილ ზეთისხილის ხეებს დარგავენ.
