რაულ ვალენბერგის 100 წლის იუბილე თბილისში აღინიშნება
რაულ ვალენბერგის 100 წლის იუბილე თბილისში აღინიშნება
13:31 17.04.2012
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შვედი გმირის რაულ ვალენბერგის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შესახებ დღეს პრესკონფერენცია გაიმართა.
რაულ ვალენბერგის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ხვალ ფოტოგამოფენა - "რაულ ვალენბერგი - ადამიანი რომელმაც შეცვალა სამყარო" გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ვალენბერგის მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფოტომასალა. გამოფენა 22 აპრილამდე გაგრძელდება.
რაულ ვალენბერგის მოღვაწეობისა და ჰოლოკოსტის თემაზე ხვალ სემინარი გაიმართება, რომელშიც საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და შვედეთის რაულ ვალენბერგის ინსტიტუტის დირექტორი მარი ტუმა მიიღებენ მონაწილეობას.
თბილისის მერი გიგი უგულავა, შვედეთის, უნგრეთისა და ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან ერთად 19 აპრილს, ნოდარ დუმბაძის სახელობის პარკ "მზიურში" საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოტანილ ზეთისხილის ხეებს დარგავენ.

ბეჭდვა