კულტურის მინისტრი ოზურგეთში ჯუმბერ დუნდუას ვარსკვლავს გახსნის
კულტურის მინისტრი ოზურგეთში ჯუმბერ დუნდუას ვარსკვლავს გახსნის
10:53 17.04.2012
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დღეს ოზურგეთში არქეოლოგიური გათხების შედეგად აღმოჩენილ აბანოებს დაათვალიერებს.
როგორც "ნიუსპრესს" სამინისტროდან აცნობეს, რურუა დღესვე ოზურგეთის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლებს შეხვდება და მათ კომპიუტერულ ტექნიკას და წიგნებს გადასცემს.
მინისტრი ოზურგეთში კულტურის სფეროში მოღვაწე პედაგოგებს შეხვდება და რამდენიმე პედაგოგს "დამსახურებული პედაგოგის" წოდებას მიანიჭებს.
რურუა ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს საკონცერტო როიალს გადასცემს საჩუქრად.
მინისტრი ოზურგეთის სახვითი ხელოვნების განვითარების ცენტრს ეწვევა, სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლ "გურიას" ხელმძღვანელის ჯუმბერ დუნდუას შემოქმედებისადმი მიძღვნილ გამოფენას დაათვალიერებს. გარდა ამისა, დაესწრება "გურიას" კონცერტს და ჯუმბერ დუნდუას ვარსკვლავს გახსნის ცერემონიას.

ბეჭდვა