თბილისს, მოსკოვს, ასტანას, ერევანსა და კიშინოვს შორის ვიდეოხიდი გაიმართება
თბილისს, მოსკოვს, ასტანას, ერევანსა და კიშინოვს შორის ვიდეოხიდი გაიმართება
11:18 13.04.2012
თბილისს-მოსკოვს-ასტანას-ერევანს და კიშინოვს შორის დღეს ვიდეო-ხიდი "კულტურათა შორის დიალოგი ზიანისა და კონფლიქტების გარეშე" მოეწყობა.
ვიდეოხიდი "რია ნოვოსტის" საერთაშორისო პრესცენტრში, გრიბოედოვის სახელობის თეატრის შენობაში შედგება.
ღონისძიების მსვლელობისას საუბარი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების საერთო კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე გაიმართება. მხარეები ხელოვნების როლზე ისაუბებენ რისი საშუალებითაც რასობრივი, ეთნიკური და კონფესიური კონფლიქტების მოგვარებაა შესაძლებელი.
ვიდეო-ხიდში თბილისიდან სახალხო არტისტი მომღერალი ირმა სოხაძე და პუბლიცისტი რობერტ ავადიაევი ჩაერთვებიან. რუსეთს, სომხეთს, მოლდოვასა და ყაზახეთს კი, კულტურის სფეროში მოქმედი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ხელოვანები წარმოადგენენ.
ღონისძიება კულტურის საერთაშორისო დღეს ეძღვნება, რომელიც ყოველი წლის 15 აპრილს აღინიშნება.

ბეჭდვა