ეროვნულ გალერეაში დღეს გიგო გაბაშვილის ფოტოალბომის პრეზენტაცია შედგება.
როგორც „ნიუსპრესს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, კატალოგი პროექტის „გიგო გაბაშვილი-ფოტოგრაფი“ ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით სტამბოლში დაიბეჭდა.
ფოტოალბომის კონცეფციასა და დიზაინზე მანანა არაბულმა იმუშავა.
„გიგო გაბაშვილი“ პროექტის ფარგლებში აღმოჩენილ ფოტოებს და შემდეგ მათი მიხედვით მოძიებულ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს აერთიანებს.
კატალოგისთვის თემატურად ის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები შეირჩა, რომელსაც გიგო გაბაშვილი სავარაუდოდ, ამ ფოტოებიდან ქმნიდა.
ალბომში გამოყენებული მხატვრის ფოტოები და ფერწერული ნამუშევრები საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული.
ფოტოალბომის პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
