საგანმანათლებლო ცენტრ „ლანგეითთან“ არსებულ „თავისუფალი შეხვედრების კლუბში“ დღეს პოეტ ნატო ინგოროყვას პოეზიის საღამო, სახელწოდებით - „ჩემი გაზაფხული“ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ საგანმანათლებლო ცენტრიდან აცნობეს, პოეტს ქართულად თარგმნილი რილკეს პოეზია და პოეტური კრებულები - „და სახლობს ჩემში პოეტი ევა,“ „ნედლები“ და „ხმელები“აქვს გამოცემული. ამჟამად, იგი ჟურნალ „მასწავლებლისა“ და ინტერნეტ გაზეთ „mascavlebeli.ge“-ს მთავარი რედაქტორია.
პოეზიის საღამოზე პოეტი საკუთარ ლექსებს ახალგაზრდა მუსიკოსების - ვლადიმერ ჯანიკაშვილისა და ვერიკო ფერაძის მიერ ფლეიტასა და გიტარაზე შესრულებული ცოცხალი მუსიკის ფონზე წაიკითხავს.
