თბილისში ვალერი მელაძის სოლო კონცერტი გაიმართება
თბილისში ვალერი მელაძის სოლო კონცერტი გაიმართება
10:09 07.04.2012
თბილისის საკონცერტო დარბაზში 15 წლიანი პაუზის შემდეგ, დღეს პოპულარული ქართველი მომღერლის ვალერი მელაძის სოლო კონცერტი გაიმართება.
კონცერტი სახელწოდებით „დავეხმაროთ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს“ საქველმოქმედო ხასიათისაა.
ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და თბილისის მერიის ხელშეწობით ტარდება.
კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში 20:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა