თბილისის საკონცერტო დარბაზში 15 წლიანი პაუზის შემდეგ, პოპულარული ქართველი მომღერლის ვალერი მელაძის სოლო კონცერტი გაიმართება.
კონცერტი სახელწოდებით „დავეხმაროთ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს“ საქველმოქმედო ხასიათისაა.
ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა- კურთხევითა და თბილისის მერიის ხელშეწობით ტარდება.
კონცერტი ხვალ, თბილისის საკონცერტო დარბაზში 20:00 საათზე დაიწყება.
