პროექტზე "ძველი და თანამედროვე ქუთაისი" ფოტოხელოვანი გურამ წიბახაშვილი იმუშავებს
პროექტზე "ძველი და თანამედროვე ქუთაისი" ფოტოხელოვანი გურამ წიბახაშვილი იმუშავებს
12:58 02.04.2012
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ფოტოხელოვან გურამ წიბახაშვილთან ერთად პროექტს - "ძველი და თანამედროვე ქუთაისი"იწყებს.
როგორც "ნიუსპრესს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში ქალაქის ისტორიული ფოტოების დღევანდელი ანალოგის გადაღებაა გათვალისწინებული.
საუკუნის წინანდელი ქუთაისის ფოტოები დიმიტრი ერმაკოვს, გიორგი ნიკოლაძეს, ნიკოლოზ საღარაძეს და სხვა ფოტოგრაფებს ეკუთვნით.
ძველი კადრების თანამედროვე ვარიანტებთან ერთად, გურამ წიბახაშვილი ქალაქის თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშებსაც ასახავს ფოტოფირზე.
პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის იუსტიციის სახლში გამოფენა მოეწყობა.
მსგავსი პროექტი, გასულ წელს ბათუმში განხორციელდა.

ბეჭდვა