საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით, "ქვის ხანის ადამიანთა სადგომს" კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ექნება.
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჭევის შუა პალეოლითის ხანის ე.წ. უნდო კლდესა და სოფელ წირქვალის ე.წ. ბონდის მღვიმეს.
ასევე ძეგლის სტატუსი აქვს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოში მე–19 საუკუნის მავზოლეუმს.
მინისტრის ბრძანება უკვე ძალაშია.
