კიშინიოვის თეატრალურ ფესტივალში ილიას უნივერსიტეტის თეატრი მონაწილეობს
კიშინიოვის თეატრალურ ფესტივალში ილიას უნივერსიტეტის თეატრი მონაწილეობს
15:16 30.03.2012
კიშინიოვის თეატრალურ და კინომატოგრაფიული სკოლების საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალზე წელს პირველად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი მონაწილეობს.
როგორც „ნიუსპრესს“ ილიას უნივერსიტეტიდან აცნობეს, თეატრალური ფესტივალი 2-8 აპრილს გაიმართება.
კიშინიოვის თეატრალური და კინომატოგრაფიული სკოლების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი, წელს მეორედ ტარდება და მისი მიზანი ახალგაზრდა შემოქმედების დაახლოება, გამოცდილებისა და შეხედულებების გაზიარება, კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა, ენობრივი და გეოგრაფიული ბარიერების გადალახვაა.
თეატრალურ ფესტივალზე ორი - თეატრისა და კინოს სექცია ფუნქციონირებს, რაც საშუალებას იძლევა, ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ახალგაზრდები ერთმანეთის შემოქმედებას გაეცნონ.
ფესტივალში საქართველოსთან ერთად, სლოვაკეთის, მოლდავეთის, რუმინეთის, პოლონეთის, გერმანიის, რუსეთის და უკრაინის ახალგაზრდული დასები მონაწილეობენ.
კიშინიოვის საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალზე ილიაუნის თეატრი სპექტაკლ „არიქა დო ვარიქას“ წარადგენს.

ბეჭდვა