საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კლასიკური მუსიკის მე-2 ეროვნული კონკურსის ლაურეატების კონცერტი გაიმართება. მას პიანისტი ვალერიან
შიუკაშვილი და ხელოვნების აკადემია წარმოადგენს.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, კონცერტზე კონკურსის ლაურეატები მარიამ ობოლაშვილი, სერგო მარკოსიანი, ირაკლი ბობოხიძე, დავით დარბინიანი და ნათია ნატროშვილი დაუკრავენ.
მას კონკურსის მონაწილეები, ჟიურის წევრები, აკადემიის პედაგოგები და კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დაესწრებიან.
კონკურსის პირველი პრემიის მფლობელს სერგო მარკოსიანს ვალერიან შიუკაშვილი გერმანიააში წარადგენს. მას "ბეხშტეინ ცენტრი" უმასპინძლებს. გრანპრის მფლობელი ნათია ნატროშვილი კი - თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გამართავს კონცერტს.
ხელოვნების აკადემიამ კლასიკური მუსიკის მე-2 ეროვნულ კონკურსი 12-20 თებერვალს ჩატარდა. მასში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 107 მოზარდმა მიიღო.
