კონკურსი „წლის საუკეთესო მოდელი“ ხვალ „ქართული ფილმის’’ პავილიონში გაიმართება.
კონკურსს საპროდიუსერო კომპანია „კერე ჯგუფი“ აწყობს.
მასში 25 მოდელი მონაწილეობს. მათგან ორ გამარჯვებულს სპეციალურად მოწვეული ჟიური შეარჩევს.
„კერე ჯგუფის“ ცნობით, კონკურსისთვის მოდელების შერჩევა მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა. მეორე ტურში გასულმა თვრამეტმა გოგონამ და შვიდმა ბიჭმა სპეციალური მოსამზადებელი კურსი გაიარეს.
კონკურსანტებს დეფილეს მასტერკლასებს მოდელი ლიკა ქორქია უტარებდა.
გამარჯვებულები - ერთი გოგონა და ერთი ბიჭი ჩინეთის, იტალიის, უკრაინისა და კანადის სამოდელო სააგანტოებში 3 თვიანი კონტრაქტით გაემგზავრებიან.
