მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დღეს გამოფენა - „სული ღმერთს გული სამშობლოს(ამბროსი ხელაია – 150)" გაიხსნება, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს ეძღვნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მასალა. ძირითადად, ამბროსი ხელაიას, კალისტრატე ცინცაძის, კირიონ საძაგლიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილისა და ვასილ კარბელაშვილის პირადი არქივებიდან. გამოფენილი იქნება პატრიარქის ქადაგებები, პირადი წერილები, ფოტოები, გადასახლებისა და დევნის ამსახველი მასალა.
გამოფენას კათოლიკოს-პატრიარქის შთამომავალი ანა კლდიაშვილი, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ისტორიკოსები დაესწრებიან.
