ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში აშშ-ს ელჩის მეუღლის ფოტოების გამოფენა გაიხსნა
ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში აშშ-ს ელჩის მეუღლის ფოტოების გამოფენა გაიხსნა
14:18 28.03.2012
ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში აშშ-ს ელჩის ჯონ ბასის მეუღლის ჰოლი ჰოლცერ-ბასის ფოტოების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა.
გამოფენა-გაყიდვაზე წამოდგენილია საქართველოსა და აზერბაიჯანში გადაღებული 46 ფოტო.
"ფოტოებზე ასახულია პირადი შთაბეჭდილებები, ასევე, ადამიანები ვისთან ერთადაც შესანიშნავი წუთები გამიტარებია" - განაცხადა გამოფენაზე ჰოლცერ-ბასმა.
ჯონ ბასი და ჰოლი ჰოლცერ-ბასი აქტიურად არიან ჩართული ძუძუს კიბოს საწინააღმდეგო საინფორმაციო კამპანიაში. მისი ინფორმაციით, ეს დაავადება საქართველოში 14-19 წლის ასაკის გოგონებში ხშირი სიკვდილიანობის მიზეზია.
"ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ეს სტატისტიკა თუ წავახალისებთ ქალებსა და გოგონებს, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესით იცხოვრონ, ჩაიტარონ მკერდის ყოველთვიური გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში იმკურნალონ"- განაცხადა გამოფენის ავტორმა.
გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა ძუძუს კიბოს შესახებ საინფორმაციო კამპანიასა და დაავადებულთა მკურნალობას მოხმარდება.
ფოტოგამოფენა 30 აპრილამდე გასტანს და მისი დათვალიერების საშუალება ნებისმიერ მსურველს აქვს.

ბეჭდვა