საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა მერაბ კოსტავას სახელობის თეატრის გაყიდვის შესახებ გავრცელებულ
ცნობებს დეზინფორმაციას უწოდებს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
"გადაამოწმეთ ეს ფაქტი. თეატრი იმ ქუჩაზე მდებარეობს, სადაც მე ვცხოვრობ. ის "სკოლა და ცხოვრების" რედაქციას ეკუთვნის და იქ ბიბლიოთეკა იყო. მეეჭვება ვინმე ინვესტორს ეყიდა. კიდევ ერთხელ ვამბობ გადაამოწმეთ ეს ფაქტი" - განაცხადა რურუამ.
მუზეუმის შენობის არაბი ინვესტორებით დაინტერესებისა და მისი შესაძლო გაყიდვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
