ხულოში დღეს თეატრის განახლებული შენობა გაიხსნება
ხულოში დღეს თეატრის განახლებული შენობა გაიხსნება
10:11 27.03.2012
აჭარაში ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის განახლებული შენობა დღეს გაიხსნება.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, თეატრის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებებიცაა დაგეგმილი.
დღესვე, თეატრის ფოიეში მისი ისტორიის ამსახველი ფოტომასალა გამოიფინება. ასევე, ხულოს თეატრის მსახიობთა მონაწილეობით თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართება.
ხულოს თეატრს საიუბილეო თარიღს კოტე მარჯანიშვილის, შოთა რუსთაველის და მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრები 28-30 მარტს სპექტაკლებით მიულოცავენ.
ღონისძიებებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, მინისტრის მოადგილე დავით ქირია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

ბეჭდვა