კავკასიური ფილმების ფესტივალი გაიხსნა
კავკასიური ფილმების ფესტივალი გაიხსნა
19:34 26.03.2012
კავკასიური ფილმების ფესტივალი სერგო ფარაჯანოვის ფილმის "ბროწეულის ფერი" (საიათ ნოვა) ჩვენებით დღეს გაიხსნა.

დღევანდელ ჩვენებაზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით იყო შესაძლებელი. ხვალიდან ფილმების ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ფილმებს ლიტერატურის მუზეუმის თეატრის დარბაზში 26-31 მარტს რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ნორვეგიულ, ებრაულ ენებზე, ინგლისური სუბტიტრებით უჩვენებენ.

საზოგადოებას საშუალება ექნება მურატ ჯუსოიტის, სერგო ფარაჯანოვის, ადა კვირაიას, კოტე მიქაბერიძისა და რეჟისორების შედევრებად აღიარებული ნამუშევრები იხილოს.

ფესტივალი ბრიტანეთის საელჩოსა და ლიტერატურის მუზეუმის მხარდაჭერით იმართება.

იგი 31 მარტს, დოვერ კოსაშვილის "დაგვიანებული ქორწინების" ჩვენებით დაიხურება.

ბეჭდვა