ხულოში ხვალ თეატრის განახლებული შენობა გაიხსნება
ხულოში ხვალ თეატრის განახლებული შენობა გაიხსნება
19:14 26.03.2012
აჭარაში ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის განახლებული შენობა ხვალ გაიხსნება.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, თეატრის 75 წლის  იუბილესთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებებიცაა დაგეგმილი.
ხვალვე თეატრის ფოიეში მისი ისტორიის ამსახველი ფოტომასალა გამოიფინება. ასევე, ხულოს თეატრის მსახიობთა მონაწილეობით თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართება.
ხულოს თეატრს საიუბილეო თარიღს კოტე მარჯანიშვილის, შოთა რუსთაველის და მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრები 28-30 მარტს სპექტაკლებით მიულოცავენ.
ღონისძიებებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, მინისტრის მოადგილე დავით ქირია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

ბეჭდვა