ჰოლანდია ფესტივალს "იბერია 2012" მასპინძლობს
ჰოლანდია ფესტივალს "იბერია 2012" მასპინძლობს
11:32 25.03.2012
ნიდერლანდებში ფესტივალი "იბერია 2012" -ის ფარგლებში ქართული ხელოვნებისა და კულტურის დღეები იმართება.
ჰოლანდიის ქალაქები - ლეიდენი, კეუკენჰოფი და კუნძული ტექსელი ქართული პოლიფონიურ სიმღერას, გამოყენებით ხელოვნებას, ფოტოგრაფიას, მხატვრობას და ვორკშოფებს მასპინძლობს.
ფესტივალის ფარგლებში ანსამბლმა "რუსთავმა" ქართული პოლიფონიური სიმღერის სამი კონცერტი გამართა,
ქართველი მხატვრების, ფოტოგრაფების და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრები ლეიდენის გალერეებში გამოიფინა, ტარდება ქართული პოლიფონიური სიმღერისა და დოლზე დაკვრის შესწავლის ვორკშოფები.
ფესტივალი ოფიციალურად 23 მარტს გაიხსნა და მისი სლოგანია "საქართველო: ადგილობრივი დრო".
ფესტივალს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსიც სტუმრობს.

ბეჭდვა