ანსამბლი "იმედი" თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დღეს საიუბილეო კონცერტს გამართავს.
მას დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით დღესვე ანსამბლის ვარსკვლავიც გაიხსნება.
კონცერტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.
ბავშვთა ქორეოგრაფილი ანსამბლი "იმედი" 1987 წელს თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასახლის ბაზაზე შეიქმნა.
