ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს სპექტაკლის პრემიერა გაიმართება.
როგორც "ნიუსპრესს" თსუ-დან აცნობეს, გიორგი კაჭარავას რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლი "განკითხვის დღე" თეატრ "სხვენის" სცენაზე იქნება წარმოდგენილი.
სპექტაკლის რეჟისორი გიორგი გომურაშვილია.
თეატრი "სხვენი" თსუ-ში უკვე 11 წელია არსებობს. დასი უნივერსიტეტის სტუდენტებით არის დაკომპლექტებული.
სპექტაკლის ჩვენება თსუ-ში ხვალაც გაიმართება.
