თსუ-ში დღეს „დები გოგოჭურების“ პირველი კლიპის პრეზენტაცია გაიმართება
თსუ-ში დღეს „დები გოგოჭურების“ პირველი კლიპის პრეზენტაცია გაიმართება
11:56 01.10.2013
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში, დღეს საპატრიარქოსთან არსებული ანსამბლის „დები გოგოჭურების“ პირველი კლიპის - „მთიელთა თამაშობანი“ პრეზენტაცია გაიმართება.
კლიპი უკრაინელი სპეციალისტების ჯგუფმა გადაიღო. გადაღებები ხევსურეთში, მთიულეთსა და მცხეთაში მიმდინარეობდა.
ღონისძიებაზე „დები გოგოჭურები“რამდენიმე სიმღერას შეასრულებენ. საღამოზე ასევე დები ნაყეურები და დები ზვიადაურებიც იმღერებენ.
კლიპის პრეზენტაცია 19:00 საათზე გაიმართება.


ბეჭდვა